ნივრის კოქტეილი და მისი საოცრად ძლიერი შედეგები

თუ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, გინდათ წონაში დაკლება და სისხლის გაწმენდა ქოლესტერინისგან, მაშინ გააკეთეთ ეს კოქტეილი და შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ
Sputnik

ინგრედიენტები:

ნივრის 10-11 კბილი

ნახევარი ლიტრი წითელი ღვინო

მომზადების წესი:

დაჭერით ნივრის კბილები და ჩააწყვეთ ქილაში. ერთლიტრიანი ქილა საკმარისია. დაასხით ღვინო. დაახურეთ ხუფი მჭიდროდ და დატოვეთ ორი კვირით თბილ და განათებულ ადგილზე.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ნიორი

ორი კვირის შემდეგ მიღებული სითხე გადაწურეთ და გადაასხით მუქი ფერის ბოთლში. მიიღეთ დღეში სამჯერ, 1 სუფრის კოვზის ოდენობით. ხანგრძლივობა — ერთი თვე. შემდეგ შეისვენეთ 4-5 თვე და გაიმეორეთ კურსი.

რა სიკეთე მოაქვს ორგანიზმისთვის ამ სამკურნალო სასმელს:

• არის შესანიშნავი ანთების საწინააღმდეგო საშუალება

• გამოაქვს ტოქსინები სისხლიდან

• შლის მარილების დაგროვებას

• ამაღლებს მეტაბოლიზმს და წვავს ცხიმებს

• ზრდის ენერგიას და ამაღლებს ცხოვრებისეულ ტონუსს.