კოჯრის ტყეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გარდაცვლილს ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. კოჯრის ტყეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ალაზნის სარწყავი არხის ტერიტორიაზე დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი დაოჯახებული იყო და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ცხოვრობდა. გარდაცვლილს ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, 31 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "Sputnik საქართველოს" განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას და ითვალისწინებს ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.