დაიწყო საქართველოს პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოციაციის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, აღნიშნულია მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

კვირიკაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოციაციის საბჭოს სხდომაზე ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს. სხდომა ევროპის საბჭოში ორშაბათს გაიმართება.

ჯანელიძე: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება

ამჟამად საქართველოს პრემიერი სამუშაო საუზმეზე იმყოფება, რომელზეც ის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ მიიწვია.

საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წლის ივნისში ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის შესახებ.

დოკუმენტი მოიცავს სატარიფო და არასატარიფო ბარიერების მოხსნასა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის მოგვარებას.

ამ დოკუმენტის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA).