ავარიული საბავშვო ბაღი თბილისში

Sputnik

თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია "გიკოს" პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რადგან მათ მიერ აშენებული საბავშვო ბაღი სამი თვის შემდეგ ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იხილეთ ფოტოლენტა, თუ როგორ გამოიყურება ეს შენობა

თბილისის №33 საბავშვო ბაღი ვაზისუბანში 2017 წლის ოქტომბერში შევიდა ექსპლუატაციაში. სამი თვის შემდეგ კეტლებსა და ჭერზე ბზარები გაჩნდა. პრობლემა თბილისის მერიის შიდა აუდიტმა დააფიქსირა. ამ დროისათვის მერია კიდევ ორ ობიექტს ამოწმებს, რომლებიც კომპანია "გიკომ" ააშენა.

1 / 9
თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაზისუბანში აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენებლები გააკრიტიკა - ქალაქის მერი ნანახისგან გაოცებული დარჩა
2 / 9
№33 საბავშვო ბაღი ექსპლუატაციაში შევიდა 2017 წლის ოქტომბერში და სულ რაღაც სამი თვის შემდეგ კედლებსა და ჭერზე ბზარები გაჩნდა
3 / 9
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის ღირებულება დაახლოებით 900 ათასი დოლარია - ახლა მერია გაარკვევს, თუ როგორ დამტკიცდა ასეთი შენობის ექსპლუატაციაში შესვლა
4 / 9
ავარიული საბავშვო ბაღის შენობას არ დაანგრევენ, მას აღადგენენ და ხარისხიანად გაარემონტებენ, გადაწყდა თბილისის მერიაში. თუმცა, ამავდროულად, ქალაქის ადმინისტრაციამ კიდევ ორი შენობის შემოწმება დაიწყო, რომლებსაც ასევე კომპანია "გიკო" აშენებს. ამ დროისათვის მშენებლობის პროცესი შეჩერებულია
5 / 9
თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქის საბავშვო ბაღების შენობების შემოწმება დაიწყო
6 / 9
თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ კომპანია "გიკოს" პასუხისგებას მოთხოვს
7 / 9
ამ მომენტისათვის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ექსპერტებმა შეისწავლეს საბავშვო ბაღების ყველა შენობა, რომლებიც ოთხ წელზე მეტისაა და მათი მდგომარეობა ეჭვს იწვევდა. იანვარში თბილისში ოთხი საბავშვო ბაღი დაიკეტა. ფოტოზე - სამი თვის წინ აშენებული საბავშვო ბაღის ჭერი
8 / 9
№33 საბავშვო ბაღის მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო და 2017 წლის ოქტომბერში დასრულდა. მისი მშენებლობა 2,2 მილიონი ლარი დაჯდა
9 / 9
თბილისის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქში ხარისხიან მშენებლობას დიდი ყურადღება დაეთმობა და არ იქნება არავითარი კომპრომისი და გამონაკლისი ამ მიმართულებით