სოფელი რიყე ერთადერთი საძოვრის გარეშე შეიძლება დარჩეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადგილობრვები საძოვრებზე თხილის გაშენებას აპროტესტებენ
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ადგილობრივი მაცხოვრებლები საძოვრების გარეშე დარჩენას აპროტესტებენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi). 

საძოვრებს, რომლებზეც ადგილობრივი მოსახლეობა საქონელს აძოვებდა და თივას აგროვებდა, ახალი მფლობელი ჰყავს.

საქართველოს პარლამენტმა უცხოელებისთვის მიწის გაყიდვაზე აკრძალვას დაუჭირა მხარი

20 ჰექტარი მიწის ფართობი, რომლითაც სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა, ამჯერად საჯარო რეესტრში კერძო პირის, მანანა პოტიომკინას საკუთრებაა, მან ტერიტორია კომპანია „ქართული პლანტაციისგან“ შეიძინა და იქ თხილის პლანრტაციების გაშენებას გეგმავს.

მოსახლეობის თქმით, სანამ მიწას რუსეთის მოქალაქე შეიძენდა, მისი მესაკუთრე ინდოეთის მოქალაქე იყო, რომელმაც საძოვრები ხელუხლებლად დატოვა. ახლანდელი მფლობელი კი მათ ერთადერთი საძოვრის გარეშე ტოვებს.

ტერიტორიის გასუფთავება ახალმა მეპატრონემ უკვე დაიწყო. მიწის მესაკუთრის წარმომადგენელის განცხადებით, ადგილობრივების პროტესტი უსაფუძვლოა.