რა ცვლილებები მოუტანა „ევროპულ საქართველოს“ დღევანდელმა ყრილობამ

გიგი უგულავა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, ხოლო პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია გახდა
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„დავთანხმდი ჩემი კოლეგების, ადგილობრივი ორგანიზაციებისა და პარტიის წევრების წინადადებას და გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო პარლამენტის არჩევნებში ხონი-ვანის მაჟორიტარულ ოლქში. ხონსა და ვანს აქვს შანსი, რომ ქვეყანაში მიმდინარე მდორე ცხოვრება პროგრესისკენ შეცვალოს. მე კი მათთვის ყველაფერს გავაკეთებ“, — განაცხადა უგულავამ პარტიის ყრილობაზე, რომელიც დღეს გაიმართა.

გიგი უგულავა: იმედი მაქვს, დღეს „ქართულ ოცნებას" დიდ სილას გააწნავენ

გიგი უგულავამ ყრილობაზე აღნიშნა, რომ ის წარმოშობით ხობის რაიონიდან არის.  

დღესვე „ევროპულმა საქართველომ“  ყრილობაზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩია.

დღევანდელ ყრილობაზე ასევე დაამტკიცეს პოლიტსაბჭოს შემადგენლობა.

2016 წლის შემოდგომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორ ჯგუფად დაიშალა, ერთ-ერთ მათგანს პარტიის „რუხ კარდინალად“ წოდებული გიგა ბოკერია და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობენ, მეორეს კი ახალაიების ოჯახის „კლანი“, სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლები.

დაპირისპირება პარტიაში სერიოზულ კონფლიქტში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პარტიის ხელმძღვანელობის ნაწილი 2016 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტირების წინააღმდეგ წავიდა, რისი მომხრეც სააკშვილი იყო.