პატრიარქი: არ დაკარგოთ უფლის იმედი

პატრიარქის თქმით, მწუხარება ხშირად თრგუნავს ადამიანს, მაგრამ ადამიანმა არ უნდა დაკარგოს იმედი და მუდამ უნდა ჰქონდეს უფლის იმედი.
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სიონის საკათედრო ტაძარშია

„დღეს არის კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და ინებოს უფალმა, რომ კაცობრიობამ დაამარცხოს ეს საშინელი სენი. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ განკურნოს ჩვენი ბავშვები. გილოცავთ უძღები შვილის კვირას. მამაზეციერი არასდროს ტოვებს კაცობრიობას“, — იქადაგა პატრიარქმა.

მართლდადიდებელი ქრისტიანები დღეს აღნიშნავენ უძღები შვილის კვირას, რომელიც არის სააღდგომო მარხვის მოსამზადებელი წინაპერიოდი.

პატრიარქის თქმით,  მწუხარება ხშირად თრგუნავს ადამიანს, მაგრამ ადამიანმა არ უნდა დაკარგოს უფლის იმედი.