World Justice Project: საქართველო კანონის უზენაესობის რეიტინგში 38-ე ადგილზეა

2017-2018 წლებში საქართველომ პოზიცია ოთხი პუნქტით გაუარესდა
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველო კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით 113 ქვეყანას შორის 38-ე ადგილს იკავებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საერთაშორისო ორგანიზაცია World Justice Project (WJP) კვლევაზე დაყრდნობით.

ანგარიშის მიხედვით, კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, 2017-2018 წლებში საქართველოს პოზიცია ოთხი პუნქტით გაუარესდა და ქვეყანამ 2016 წლის 34-ე ადგილიდან 38-ზე გადაინაცვლა. კვლევის თანახმად, კანონის უზენაესობის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

კანონის უზენაესობის ინდექსის შედგენისას რვა ძირითადი კომპონენტია გათვალისწინებული: ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფციის დონე, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, ნორმატიული აქტების გამოყენება, სამოქალაქო სამართალი, სისხლის სამართლის სამართალი.

გასული წლის ჩვიდმეტი გაელვება, ანუ საქართველო და მსოფლიო რეიტინგები

საქართველო ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვის მიხედვით 52-ე ადგილს იკავებს, კორუფციის დონის ინდექსში კი 23-ე პოზიციაზეა, ღია მმართველობის მიხედვით 42-ზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ინდექსის მიხედვით ქვეყანა 46-ე ადგილს იკავებს, წესრიგი და უსაფრთხოების ინდექსის – 30-ე, ნორმატიული აქტების გამოყენების ინდექსის – 32-ე, სამოქალაქო სამართალის ინდექსის – 55-ე და სისხლის სამართლის სამართალის ინდექსის – 47-ე.

რეიტინგში პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი და ნიდერლანდები. სიაში ბოლო 113-ე ადგილს ვენესუელა იკავებს.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი 89-ე პოზიციაზეა, თურექთი — 101-ზე. სომხეთი და აზერბაიჯანი რეიტინგში არ შევიდა.