„სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე დილიდან თურქეთში გადასვლა შეფერხებულია

მოქალაქებიის განცხადებით, ისინი დილიდან საბაჟოზე იმყოფებიან და საზღვარი ამ დრომდე ჩაკეტილი იყო.
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. დილიდან „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე  რიგებია, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეები საზღვარს თურქეთის მიმართულებით ავტომობილების გასასვლელიდან კვეთენ. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, დილიდან საბაჟოზე იმყოფებიან და საზღვარი ამ დრომდე ჩაკეტილი იყო.

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ამის მიზეზად ტექნიკურ შეფერხებას ასახელებენ. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.