„ოცნების“ იდეა, პრეზიდენტის წინადადება - „გირგვლიანის ცვლილებები“ ყურადღების ცენტრშია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ მიმართოს უცხოურ ექსპერტებს მართლმსაჯულებაში ჩინოვნიკების ჩარევისთვის სასჯელის გამკაცრების საკითხზე
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოთქვა ინიციატივა,  „გირგვლიანის ცვლილებებზე“ მუშაობაში გაეროს სპეციალისტები ჩაერთონ.

„გირგვლიანის ცვლილებები“ ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების გამკაცრებას, რომლებიც მართლმსაჯულებაში ჩარევას კრძალავს და მოქალაქეებს ჩინოვნიკების უკანონო ქმედებებისგან იცავს.

აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნით დეპუტატებს მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. ცვლილებები „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომლის, სანდრო გირგვლიანის სახელს ატარებს, რომლის მკვლელობა 2006 წელს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სისხლის სამართლის სააქმე გახდა.

„გარდა ამისა, ჩვენ ვაპირებთ, საქართველოში დავპატიჟოთ გაეროს სპეციალური მომხსენებლები, საერთაშორისო ექსპერტები და სხვა ანალოგიური მძიმე გამოცდილებების სახელმწიფოებისგან მოვიძიოთ გამოცდილება, როგორ დააღწიეს მათ თავი ამ სირთულეებს, რანაირად ქმნიდნენ და ასრულებდნენ უფრო სამართლიან მართლმსაჯულების სისტემას", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე.

საქართველოს პრეზიდენტმა ცვლილებების საკუთარი ხედვა წარმოადგინა.

მარგველაშვილმა მმართველი პარტია მის წინააღმდეგ აგორებულ „შავ პიარში“ დაადანაშაულა

„დღეს, როდესაც მიმდინარეობს განხილვა ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების, მიმაჩნია, რომ როგორც მინიმუმ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმ გარანტიებზე, რომლებიც დაგვიცავს მომავალში ასეთი ტრაგედიებისგან. მიგვაჩნია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ახორციელებდნენ პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელლისუფლების დროს, მათ ხელში არ უნდა იყოს და ვერ განხორციელდება უფრო ეფექტური მართლმსაჯულება, ვერ განხორციელდება რეალური დაცვა და პრევენცია შესაძლო სისტემური პრობლემებისა“, — აღნიშნა მარგველაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტს შესთავაზა საფუძვლად გამოიყენოს 2012 წლის კანონი „ამნისტიის შესახებ“, რომელშიც მსჯავრდებულთა ამნისტიასთან ერთად, საქართველომ პირთა ნაწილი პოლიტპატიმრებად და პოლიტიკური ნიშნით დევნილებად აღიარა.

„გირგვლიანის ცვლილებების“ წინააღმდეგ გამოდის საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არსებული დანაშაულის გამოძიებას უნდა ახორციელებდეს, და არა ადამიანების ემოციებზე თამაშობდეს.

ვინ იქნება "Директор в этом гостинице", ანუ მარგველაშვილის საპრეზიდენტო შანსები

ამასთან, „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ სწორედ ეს ცვლილებები დაიცავს ქვეყანას მომავალში სისტემური დანაშაულისგან. ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ახალ ზომებს შეუქცევადი ხასიათი ექნება.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა კანონმდებლობის გამკაცრება გადაწყვიტეს იმ აჟიოტაჟის მერე, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილმა განაჩენმა გამოიწვია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ  სააკაშვილს „გაერთიანებული საქართველოს ბანკის“ თანამშრომლის მკვლელობის საქმეში სამი წლით თავისუფლების აღკვეთა  დაუსწრებლად  მიუსაჯა. ექს–პრეზიდენტი დამნაშავედ ცნეს სსკ–ის მუხლით „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“. როგორც სასამართლომ დაადგინა, სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებული მაღალჩინოსნები შეიწყალა და ამით მათთვის მანამდე მიცემული დაპირება შეასრულა, რამაც  გარდაცვლილის ოჯახის წევრების უფლებები და საქართველოს ინტერესები დააზარალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება არ მოეწონა ამჟამინდელ პრეზიდენტს. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის კანონიერ უფლებას წარმოადგენს. მეტიც, მარგველაშვილის დავალებით, გაფართოვდება იმ პატიმართა სია, რომლებიც შეწყალების საფუძველზე ვადამდე ადრე შეიძლება გაათავისუფლონ. 

მარგველაშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის არსებული განხეთქილება 2013 წელს დაიწყო, როდესაც მარგველაშვილმა არ თქვა უარი ავლაბრის საპრეზედენტო სასახლეზე, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენდა. საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა.