საქართველომ იაფი ინტერნეტით აზერბაიჯანი და სომხეთი ჩამოიტოვა

ყველაზე იაფი ინტერნეტი ირანშია, ყველაზე ძვირი კი ბურკინა-ფასოში
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ბრიტანული კომპანია BDRC Continental და Cable-ის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველო იმ ქვეყნების ათეულში მოხვდა, სადაც ინტერნეტი იაფია.

მეხუთე ადგილი მსოფლიოში: საქართველოს ბიუჯეტი - ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა

კომპანიამ 2017 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში მსოფლიოს 196 ქვეყანაში 3 ათასზე მეტი ინტერნეტ-ტარიფი შეაფასა. რეიტინგის თანახმად, საქართველო, სადაც ინტერნეტის ყოველთვიური ფასი საშუალოდ 16,7 აშშ დოლარია, მეათე ადგილზეა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ინტერნეტი იაფია.

ამასთან, რეგიონში ყველაზე იაფი ინტერნეტ-ტრაფიკი საქართველოშია. რეიტინგში აზერბაიჯანი 55-ე ადგილზეა (38,1 აშშ დოლარ-ზე მეტი), სომხეთი კი 76-ე ადგილზე (დაახლოებით 46,5 აშშ დოლარი).

თურქეთი 26-ე ადგილზეა, სადაც ყოველთვიური ინტერნეტ-მომსახურება 26 აშშ დოლარია.

ყველაზე იაფი ინტერნეტი ირანშია (5,4 აშში დოლარი). ხუთეულში ასევე შესულია უკრაინა (5,5 აშშ დოლარი), რუსეთი (9,8 აშშ დოლარი), მოლდოვა (10,7 აშშ დოლარი) და სირია (12,1 აშშ დოლარი).

ყველაზე ძვირი ინტერნეტი აფრიკის ქვეყანა ბურკინა-ფასოშია, სადაც საშუალო ღირებულება თვეში 94,5 აშშ დოლარია.