შიდა ქართლის სკოლებში სახიფათო ქიმიური ნარჩენები აღმოაჩინეს

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ შიდა ქართლის რეგიონის სკოლების ლაბორატორიებში ქიმიური ნივთიერებები ღია მდგომარეობაში ინახება
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik.  არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების მართვა და ნარჩენების მართვა“ შიდა ქართლის რეგიონის სკოლებში ქიმიური ლაბორატორიების მდგომარეობა შეამოწმა და საშიში ქიმიური ნარჩენების არსებობა დააფიქსირა, იუწყება ტელეარხი Imedi

თბილისში 31 ათასზე მეტი არასწორად დამონტაჟებული გამათბობელი მოხსნეს

ორგანიზაციის წარმომადგენლების მტკიცებით, შიდა ქართლის სკოლებში ამ დრომდე ღია მდგომარეობაში ინახება ქიმიური ნივთიერებები, რაც ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ტელეარხ „თრიალეთის“ მონაცემებით, საუბარი რეგიონის ხუთ საჯარო სკოლაზეა. მაღალი რისკის ზონაში მოხვდნენ გორის №1 სკოლა, სოფლების – ქვიშხეთისა და პატარა გარეჯვარის სკოლები. დაბალი და საშუალო რისკის ზონაში კი უფლისციხისა და კარალეთის სკოლები მოხვდნენ.

შესრულებული სამუშაოს შედეგები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციას მიაწოდეს. ადმინისტრაციამ პრობლემის გადაჭრის პირობა დადო.