თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ორი დაჭრილი მოზარდი გადაყვანილია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
წინასწარი ინფორმაციით, მოზარდები ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ერთ-ერთი მათგანი ფილტვშია დაჭრილი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დაჭრის მიზეზი და სად მოხდა ინციდენტი.
შსს-ში მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
ბოლო ინფორმაციით, მოზარდები ცივი იარაღით დაჭრეს.