შემთხვევა მოედანზე: გერმანელი ჰოკეისტი ყინულმწმენდს ბეწვზე გადაურჩა - ვიდეოკადრები

ჰოკეისტი ინტერვიუს აძლევდა პირდაპირ ეთერში, როდესაც მოედანზე ყინულის გასაპრიალებლად გამოსული კომბაინი უკუსვლით შეეჯახა ოპერატორებს
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ჰოკეის გერმანული კლუბის, Straubing Tigers-ის წევრი შტეფან ლოიბლი ბეწვზე გადაურჩა ყინულის კომბაინს, რომელიც მოედანს წმენდდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

​ჰოკეისტი ინტერვიუს აძლევდა პირდაპირ ეთერში, როდესაც მოედანზე ყინულის გასაპრიალებლად გამოსული კომბაინი უკუსვლით შეეჯახა ოპერატორებს და წააქცია ისინი, ხოლო ლოიბლმა გვერდზე გახტომა მოასწრო.

გავრცელებული ინფორმაციით, ტელეოპერატორების დაზიანებები სერიოზული არ აღმოჩნდა.