თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტზე საკონტროლო–გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავეს, იტყობინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
უწყების ინფორმაციით, მებაჟეებმა აზერბაიჯანელი მოქალაქეების კუთვნილი ხელჩანთების დათვალიერებისას არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 109.79 გრამი) აღმოაჩინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 12 013.63 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ამოღებული ნაკეთობების ღირებულების ოდენობის ფულადი ჯარიმის გადახდა შეეფარდა.