„ეს არის ჩვენი ქვეყნის მსოფლიოსთვის წარმოჩენის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და ჩვენი, ყველას საერთო ამოცანა, რომ ამ ღონისძიებამ რაც შეიძლება მაღალ დონეზე ჩაიაროს“, — აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს პარლამენტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსში იქნება წარმოდგენილი, პროგრამის მოსამზადებელ და საორგანიზაციო სამუშაოებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.