იმერეთში 14 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს

შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში 14 წლის გოგონა საკუთარ სახლში დღეს, დილით გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ალაზნის სარწყავი არხის ტერიტორიაზე დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას სამ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.