თბილისის მეტროში ჭერი ჩამოინგრა, არიან დაშავებულები

ჭერის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. მეტროს სადგურ „ვარკეთილში" ჭერის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.

ადგილზე მაშველები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.

მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა.