ქართველი ფეხბურთელი კარიერას შვეიცარიაში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების სახელით ასპარეზობისას ნახევარმცველს საკუთარ აქტივში ერთი გატანილი გოლი აქვს.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ შვეიცარულ კლუბ „ლიუცერნთან“ კონტრაქტი გააფორმა, ნათქვამია გუნდის ვებ–გვერდზე. 

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მეკარე პორტუგალიურ „რიუ ავეში" გადავიდა

ქართველ ფეხბურთელსა და „ლიუცერნს“ შორის კონტრაქტის ვადა 2020 წლამდეა გათვლილი. 

გვილიამ ბოლო ორი სეზონი ბელარუსულ „ბატეში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ გახდა. ქართველმა ფეხბურთელმა ბელარუსული კლუბის სახელით 32 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.

თუმცა, 2017 წლის სეზონზე გვილია ძირითადად სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ბელარუსის ჩემპიონატში მხოლოდ ცხრა მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება „ლიუცერნს“, შვეიცარიის ჩემპიონატის 19 ტურის შემდეგ გუნდმა 20 ქულა მოიპოვა და ტურნირის ცხრილში ბოლოსწინა, მეცხრე ადგილი უკავია. 

გუნდმა არსებობის მანძილზე მხოლოდ ერთხელ მოახერხა შვეიცარიის ჩემპიონი გამხდარიყო (1989) და ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი (1960, 1992).