თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. პოპულარული ჯგუფი A-Студио-ს სოლისტი ქეთა თოფურია თაყვანისმცემელთა ყურადღების ცენტრში მოექცა რეპ–შემსრულებელ გუფისთან რომანტიკული ურთიერთობების შესახებ მოარული ხმების გამო.
ამჯერად ქეთამ Instagram-ზე ტაილანდში დასვენების დროს გადაღებული სელფი დადო წარწერით Puzzle.
A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on Jan 27, 2018 at 12:49pm PST
ფოლოვერებმა ანალოგიური სელფი იგივე პეიზაჟით – მთებით, იახტით, ზღვით და ტაილანდით – გუფის (ალექსეი დოლმატოვი) Instagram-ზეც ნახეს.
გუფის ფოტოს ასეთი წარწერა აქვს – Love is in the air.
A post shared by @therealguf on Jan 27, 2018 at 12:47pm PST
მომღერლის თაყვანისმცემლებმა მერამდენედ ივარაუდეს, რომ ქეთასა და გუფის ურთიერთობა სცილდება უბრალო მეგობრობას, რის შესახებაც, სხვადასხვა მიზეზებით, წყვილი ჯერჯერობით ოფიციალურად არ აცხადებს.
ქეთა თოფურიას და რეპერის რომანის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2017 წლის იანვარში გავრცელდა, როცა მომღერლები ტაილანდში ერთად შენიშნეს. რამდენადაც ქეთა მაშინ დაქორწინებული იყო, თოფურიამ და რეპერმა განაცხადეს, რომ ისინი უბრალოდ მეგობრები არიან.
2017 წლის სექტემბერში თოფურიამ მაინც აღიარა, რომ დიდი ხანია მეუღლესთან, ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან ერთად აღარ ცხოვრობდა. რუსული ესტრადის ვარსკვლავმა ოფიციალურად დაადასტურა ქმართან დაშორება. ამ ქორწინებიდან თოფურიას ქალიშვილი ოლივია ჰყავს. წყვილმა ერთმანეთი 2009 წელს გაიცნო და 2013 წელს დაქორწინდა.
ქეთა თოფურია რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი, მოდური და ნიჭიერი ქართველი მომღერალია. მან А-Студио-ს ახალი სოლისტის ამპლუაში რუსული ესტრადა მალე დაიპყრო არა მხოლოდ ლამაზი ხმით, არამედ ასევე ეგზოტიკური გარეგნობით. ამჟამად ოცდაათი წლის ქეთა არა მხოლოდ წარმატებული მომღერალი, არამედ პერსპექტიული დიზაინერია.