„ევროვიზია 2018“: როდის და რომელ ნომრად წარდგება საქართველო

ჯერჯერობით უცნობია, რომელ ნომრად წარდგება საქართველო, მაგრამ თარიღი უკვე ცნობილია - 10 მაისი
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს წარმომადგენელი ეთნო-ჯაზ ჯგუფი Iriao სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „ევროვიზია 2018“ მეორე ნეხევარფინალში, საღამოს მეორე ნახევარში წარდგება.

მონაწილე ქვეყნების განაწილება ნახევაფინალებში ლისაბონში 29 იანვარს კენჭისყრაზე შედგა. კენჭისყრას წინ უძღოდა ოფიციალური ცერემონია, რა დროსაც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ევროვიზიის დროშა და გასაღები ლისაბონის მერს, ფერნანდო მედინას გადასცა.

ვინ წარადგენს საქართველოს „ევროვიზია 2018“-ზე

კენჭისყრის პირველ ნაწილში განაწილდა „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები (დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის კონკურსანტები) და ქვეყანა მასპინძელი პორტუგალია. ამ ქვეყნების წარმომადგენლები საკუთარ ქვეყანას მხოლოდ ფინალურ ეტაპზე წარადგენენ.

მეორე ნაწილში დანარჩენი 37 ქვეყნის წარმომადგენლები განაწილდნენ ნახევარფინალებში, რომლებიც 8 და 10 მაისს შედგება. ერთობლივად გადაწყდა, რომ პირველ ნახევაფინალში გამოვა 19 მონაწილე, მეორეში — 18.

პირველი ნახევარფინალის პირველ ნაწილში 8 მაისს ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ისლანდია, ისრაელი და ლიტვა წარდგებიან. მეორე ნაწილში გამოვლენ სომხეთის, ავსტრიის, ხორვატიის, კვიპროსის, ფინეთი, მაკედონიის, საბერძნეთის, ირლანდიისა და შვეიცარიის კონკურსანტები.

10 მაისს, მეორე ნახევარფინალის პირველ ნაწილში მაყურებელი იხილავს  – ავსტრალიას, დანიას, ნორვეგიას, მოლდოვას, რუმინეთს, რუსეთს, სან-მარინოს, სერბეთსა და ჰოლანდიას. მეორე ნაწილში კი – უნგრეთს, საქართველოს, მალტას, მონტენეგროს, ლატვიას, პოლონეთს, სლოვენიას, შვედეთსა და უკრაინას.

„ევროვიზია 2018“-ის ფინალი 12 მაისს გაიმართება.

„ევროვიზია 2018“ პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება, წინა წლის კონკურსზე კიევში სალვადორ სობრალას გამარჯვების წყალობით, რომელმაც სიმღერა Amar pelos dois შეასრულა. კონკურსში მონაწილეობას 43 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.

ევროვიზია 2017: საქართველო კონკურსის ფინალში ვერ გავიდა

წარმოდგენილია კონკურსის ლოგო, რომელიც ზღვის ნიჟარას წააგავს, და მისი ოფიციალური დევიზი — „ყველანი ბორტზე!“, რაც ასევე გამოხატავს პორტუგალიის განსაკუთრებულ ადგილმდებარეობას, რომელიც დანარჩენ ევროპას ატლანტიკურ ოკეანესთან აკავშირებს. 

საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე, ჯგუფი Iriao ჯაზისა და ქართული ეთნომუსიკის  ვირტუოზულ უნიკალურ ნაზავს ასრულებს.

ჯგუფის დამაარსებელი და მისი მუასიკალური ხელმძღვანელი დავით მალაზონია მიიჩნევა ერთ-ერთ ქართველ კომპოზიტორად, რომელმაც ეს ორი ჟანრი გააერთიანა. ოცდაათი წლის მანძილზე მალაზონია ქმნიდა მუსიკას გერმანიასა და საქართველოში, როგორც თეატრისათვის, ასევე ტელეპროექტებისთვის, ცალკეული მუსიკოსებისა თუ ჯგუფებისათვის. მისივე ინიციატივით თბილისში დაარსდა ანსამბლი Iriao, რომლის დებიუტი 2013 წელს შედგა.

მალაზონიას გარდა, ჯგუფის წევრები არიან დავით ქავთარაძე, შალვა გელეხვა, ლევან აბშილავა, გიორგი აბაშიძე, ბიძინა მურღულია და მიხეილ ჯავახიშვილი.