რაზე ოცნებობს ქართველი ვუნდერკინდი

11 წლის დავით ზარდიაშვილი ასზე მეტი სიგელის მფლობელი და არაერთი ოლიმპიადის გამარჯვებულია.
Sputnik

ის დედასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. დათუნას ამბავი რამდენიმე თვის წინ მთელ სოციალურ ქსელს მოედო და საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ეს ალაბათ იმიტომ,  რომ დათუნა საოცრად დადებითი, თბილი და თავმდაბალი ადამინია. 

დავით ზარდიაშვილი

–როგორც ვიცი, შენი საყვარელი საგანი მათემატიკაა, რატომ  გიყვარს გამორჩეულად?

–მეორე კლასიდანვე დაინტერესებული ვარ ამ საგნით, ვცდილობ უფრო მეტად გამოვიჩინო თავი იმაში, რაც მიყვარს და მაინტერესებს. ჩემთვის მათემატიკა საინტერსოა საგანია.

–ძალიან ბევრი სიგელი  გაქვს, მოგვიყევი შენი პირველი წარამტებების შესახებ…

–მეორე კლასიდან იწყება ოლიპიადები და ჩემი პირველი წარმატებაც მაშინ მოვიდა. კონკურსებში ჩემი მონაწილეობა „ინტელექტით“ დაიწყო, შემდეგ უკვე იყო „კინგსი" და სხვა… ერთხელ „ინტელექტის“ სამ ოლიმპიადაში ერთად გავიმარჯვე — მათემატიკაში, ქართულში და ინგლისურში.

–რამდენი სიგელი გაქვს მიღებული?

–ოთახში გაკრული სიგელები ალაბთ  90-მდეა და ისე კიდევ მაქვს სხვები. ვცდილობ მაქსიმალურად მოვახერხო ყველა ოლიპიადაში მონაწილეობა, მთავარია დრო მქონდეს.

–შეჯიბრებებზე გასვლისას ნერვიულობ თუ უკვე შეეჩვიე?

–ვნერვიულობ როგორ არა. თავიდან სულ იმაზე ვფიქრობდი, ცუდი იქნება რომ არ გავიმარჯვო–მეთქი, მაგრამ  ეხლა იშვიათად არის ისეთი შემთხვევა,  რამეში ასევ თქვათ რომ ჩავფლავდე. ფინალში ხანდახან ელემენტარულ შეცდმობს ვუშვებდი, მაშინ როდესაც უფრო მეტი შემეძლო. ეს,  ალბათ,  გადაღლის ან ნერვიულობის ბრალი იყო.

დავით ზარდიაშვილის დიპლომები

–რომელ ოლიმპიადას გამორჩევდი?

–„კინგსის“ ვუნდერკინგსის ოლიპიადა იყო, პირველად  ტარდებოდა საქართველოში და პირველი გამარჯვებილი მე ვარ.  წელს „ინტელექტის“ ოლიმპიადაზე პირველი ადგილი ავიღე ქართულსა და მათემატიკაში.  ყველაზე გამორჩეული მაინც „კენგურუა“, ევროპის ქვეყნები იღებენ მონაწილეობას, თითოეული ქვეყნიდან ერთი გამარჯვებულია და საქართველოს მაშტაბით პირველი ადგილი მე ავიღე.

–გამარჯვებას მიჩვეული ხარ, მუდმივად  მოგებას ელოდები შენი თავისგან?

–ძალიან მიხარია, თუმცა, ვერ ვიტყვი რომ ისეთი საოცრება ვარ, რომ სულ გამარჯვების იმედი მაქვს, არასდროს ვიცი რა იქნება. სხვა ბავშვების გამარჯვებაც ძალიან მიხარია. როდესაც იმარჯვებ უმარავი დადებითი ემოციით ივსები. ვცდილობ რომ გავიმაჯვო, ოლიპიადებში სამი ტური არის,  ამიტომ ვცდილობ ბევრი შეცდომა არ დავუშვა. შეიძლება ისეთი რამე შემხვდეს, რაც  ჯერ არც მისწავლია და ჩემთვის ახალი იყოს.

დავით ზარდიაშვილის დიპლომი

–ქალბატონო მადლენა დათუნა გამორჩეული ბავშვი იყო?

–მადლენა (დედა) — ძალიან ჭკვიანი, მშვიდი და თბილი ბავშვი იყო. არაჩვეულებრივი ბავშვობა ჰქონდა, თუ არ ჩავთვლით ჩვენს პრობლემებს. ბაღში ყველა ბავშის ლექსი ზეპირად იცოდა.  როდესაც პრობლები გამოჩნდა ჩვენ ცხვორებაში,  სულ რაღაც ფუთები მეჭირა ხელში.  ერთხელ ბაღის ფსიქოლოგმა დამიბარა და მითხრა, რომ   დათუნამ დედა ხუთი ხელით დახატაო, ბავშვმა კი აგვიხსნა  — რომ დედას ჩემთვის ხელი აღარ რჩება რომ ჩამკიდოს, ამიტომ ვაჩუქე ამდენი ხელებიო.

–დათუნა, მიღებული პრიზებით ცდილობ რომ დედას დაეხამრო?

–დიახ, მიღებული პირზების გაყიდვა გვიწევს ხოლმე, რათა დედას დავეხამრო. გული დიდად არც მწყდბა, რადგან ბევრი დრო არ მაქვს მოგებული ნივთებით რომ გავერთო. 

–როგორც ვიცი,  სახლი არ გაქვთ და ქირით გიწევთ ცხოვრება?

–მადლენა (დედა) — სახლიც გვქონდა და შემოსავალიც. ჩემი გულუბრყვილობით დავკარგე სახლი, ასე ვთქვათ, თავდებში დავუდექი თითქმის უცნობ ადამიანს. ფეხმძიმედ ვიყავი, როდესაც გავიგე თუ რა პრობლმებში აღმოვჩნდი. მეშვიდე წელია რაც ქირით ვცხოვრობთ. სოციალურ დხმარებას ვიღებთ, გამგეობა ბინის ქირას – სამას ლარს გვიხდის. დათუნა ოლიმპიადებში მონაწილეობას, როგორც სოციალურად დაუცველი, უფასოდ ღებულობდა, მაგრამ ეხლა ასე აღარ არის. იქიდან გამომდინარე,  რომ ხანდახან ვერ ვახერხებთ თანხის გადახდას, უარის თქმა გვიწევს სხვადასხვა ოლიპიადაებზე.

–დათუნა რაზე ოცნებობ?

–მინდა რომ საზღვარგარეთ გავაგრძელო სწავლა, ამერიკაში წასვლა კარგი იქნებოდა, მაგრამ მანამდე მე და დედას ერთი საერთო ოცნება გვაქვს – საკუთარი ბინდა გვინდა გვქონდეს. მინდა დედამ ყოველი ქირის გადახდის დროს არ ინერვიულოს.

დავით ზარდიაშვილის დიპლომები

–როგორ გგონია შენი მომვალი როგორი იქნება?

–ყველა მეკითხება მომავალში ვინ მინდა ვიყო,  მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია.   ვფიქრობ რომ რაღაცას მაინც უნდა მივაღწიო თუ ასე  წარმატებებით გავაგრძლებ. მინდა საზღვარგარეთ ვისწავლო და მერე დავბრუნდე და   ჩემი ცოდნა აქ გამოვიყენო, ასე ვთქვათ,  ჩემს ქვეყანას გამოვადგე.

–ქუჩაში ხალხი გცნობს?

–კი, ძალიან დადებითი ემოციებით  არინ განწყობილი ჩემს მიმართ. თავიდან ცოტა კომპლექსი მქონდა, ამდენი ხალხი ყურადღებას რომ იჩენდა, მაგრამ ეხლა გამიარა. მეგობრებსაც გაუხარდათ ჩემი წამრატებების შესახებ რომ გაიგეს, თავიდან ცოტა მათთანაც მერიდებოდა, მაგრამ შევეჩივე უკვე ყურადღებას.

–როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება მას შემდეგ,  რაც საზოგადოებამ გაგიცნო?

–ძალიან გამიხარდა,  ბევრი ადამიანი გამოგვეხამურა, მირეკავდნენ და მილოცავდნენ.  ავიააცის ქარხნის დირექტორმა დამირეკა, ქარხანაში დამპატიჟა, მაჩვენა კერძო თვითმფრინავები. ძალიან სინტერესო და მაგარი იყო. 

–მადლენა  (დედა) — ავიაციის ქარხნის დირექტორმა ბ–მა პატიკო თორდიამ დამირეკა და  მითხრა დათუნას კომპიუტერს ვაჩუქებო. როდესაც მოუტანეს და აუწყვეს, დათუნას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, იმ ემოციას ვერ  გადმოგცემთ, უბედნიერეს იყო…

–8 თებერვალს დაბადების დღე გაქვს,  რა გაგახარებს ყველაზე ძალიან?

–საჩუქარი რომ მიიღო, ალბათ,  დაბადების დღე უნდა გადაიხადო. ყველაზე ძალიან მინდა მეგობრები დავპატიჟო „ასტრა პარკში“, სადაც  კარტინგებია და ძალიან მოეწონებათ. სხვეები სულ მპატიჟებენ დაბადების დღეებზე და მეც  მინდა ერთხელ მაინც შევძლო მათი დაპატიჟება.

 

ნინი რაზმაძე