„საქართველოს ფოსტამ“ მარკების საუკეთესო ესკიზების კონკურსი გამოაცხადა

საფოსტო მარკების საუკეთესო ესკიზების შემქმნელებს შესთავაზეს ისეთი თემები, როგორიცაა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები და დღესასწაულები
Sputnik

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. „საქართველოს ფოსტამ“ საფოსტო მარკების ესკიზების საუკეთესო პროექტების კონკურსი გამოაცხადა — განაცხადები 9 თებერვლამდე მიიღება.

კონკურსის მიზანია საქართველოს საფოსტო მარკების გამოცემის შემდგომი განვითარება და პოპულარიზაცია. 

კონკურსანტებს რამდენიმე კონკრეტული თემა შესთავაზეს. მათ შორისაა — საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა (ძველი ქართული ფულის მონეტები, ქართული ვაზი და ღვინო და სხვ.), აქტუალური თემატიკა (ევროპა 2018 — საქართველოს ხიდები, „ანბანით მოთხრობილი საქართველო“ – Georgia Made by Letters) და გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები (პეტრე მელიქიშვილი, კონსტანტინე აფხაზი, გალაკტიონ ტაბიძე, დიმიტრი უზნაძე, ნიკო ნიკოლაძე, ნიკოლოზ მუსხელიშვილი, ლადო გუდიაშვილი, სერგო ზაქარიაძე, უშანგი ჩხეიძე).

ბორდოს გამოფენისათვის ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტა გამოუშვა

მსურველები მოიფიქრებენ ესკიზებს თავისუფალ თემებზეც — მაგალითად ისეთ სადღესასწაულო მოვლენებზე, როგორიცაა ახალი წელი, აღდგომა და შობა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება 16 წელს ზემოდ ასაკის მოქალაქეებს შეიუძლიათ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაიშვება ამ კონკურსისათვის შექმნილი საფოსტო მარკების ესკიზების პროექტები, რომლებსაც არცერთ კონკურსში არ მიუღია მონაწილეობა და არსად გამოქვეყნებულა.

კონკურსის გამარჯვებულებისთვის გათვალისწინებულია ფულადი პრემიები. გამარჯვებულებს შეარჩევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედი კომისია.

კონკურსში მონაწილეობის პირობებსა და განაცხადების თემატიკაზე დეტალურად შეიტყობთ „საქართველოს ფოსტის“ ვებგვერდიდან.