ცნობილი ნიუ-იორკელი რეჟისორი საქართველოში მასტერკლასს ჩაატარებს

ვორქშოპის ფარგლებში, ცნობილი რეჟისორი ნენსი სავოკას ორგანიზებით დაიდგმება მცირე სამსახიობო სცენა, რომლის რეპეტიციებისა და მომზადების სხვადასხვა მეთოდების განხილვა ჯგუფურად მოხდება
Sputnik

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ამერიკის საელჩოს ორგანიზებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს ამერიკელი რეჟისორი, ნენსი სავოკა ესტუმრება, ნათქვამია სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ნენსი სავოკა 29 იანვარს კინოწარმოებით დაინტერესებული პირებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს.  ვორქშოპის ფარგლებში, ცნობილი რეჟისორის ორგანიზებით დაიდგმება მცირე სამსახიობო სცენა, რომლის რეპეტიციებისა და მომზადების სხვადასხვა მეთოდების განხილვა ჯგუფურად მოხდება.

საქართველო ფილმების გადაღებისთვის საუკეთესო ქვეყნად აღიარეს

„ნენსი სავოკა ნიუ-ორკელი რეჟისორია, რომელსაც ნამუშევარი აქვს ისეთ ფილმებზე, როგორებიცაა: 1989 წლის სანდენსის ფესტივალის გამარჯვებული — True Love და Warner Brothers-თან თანამშრომლობით გადაღებული ფილმი — Dogfight. ამას გარდა, ნიუორკელ რეჟისორის სატელევიზიო საქმიანობაში შედის HBO-ს წარმოება, კერძოდ If these Walls could talk, სადაც მთავარი როლი ცნობილმა ამერიკელმა მსახიობებმა, დემი მურმა და სისი სპეისეკმა შეასრულეს“, — ნათქვამია განცხადებაში.

ფილმმა ემის და ოქროს გლობუსის ნომინაციებში საუკეთესო დრამისთვის ჯილდო აიღო, ხოლო ნენსი სავოკას, როგორც ერთ-ერთი მთავარი შემქმნელს, სატელევიზიო ინოვაციის განხორციელებისთვის ჯილდო გადაეცა.

2017 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 10 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 1 ფილმზე კი გადაღებები მალე დაიწყება.