თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვვა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაურთან, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
გავრცელებული ინფორმაციით, Volkswagen Golf- ის მარკის ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.
მძღოლმა და ერთმა მგზავრმა სხეულის მძიმე დაიანებები მიიღეს. როგორც ცნობილი გახდა, ორივე დაშავებული შსს-ს თანამშრომლები არიან.
დაშავებული პოლიციელების მდგომარეობა მძიმეა. ისინი მკურნალობას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადიან.
ექიმების განცხადებით, პაციენტებს მუცლის ღრუს დაზიანებები და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნებათ. მათ ჩაუტარდათ ოპერაცია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებთ მიმდინარეობს გამოძიება.