ქართველ სუმოისტს იმპერატორის თასს ორი ნაბიჯი აშორებს

ტოჩინოშინმა ჯილდოს მოსაგებად ორიდან ერთი ორთაბრძოლა უნდა მოიგოს
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ („ტოჩინოშინი“) შეჯიბრის „ხაცუ ბასე“ მე-13 დღეს მონღოლ იჩინოჯოს მოუგო და ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ის ერთპიროვნული ლიდერი გახდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გორგაძეს ორი ორთაბრძოლა უკლია და ერთ-ერთში გამარჯვების შემთხვევაში ის იმპერატორის თასის მფლობელი გახდება. მორიგ ბრძოლას ქართველი სპორტსმენი შაბათს იაპონელი შოხოძიანის წინააღმდეგ გამართავს.

გორგაძის ანგარიშზეა სულ 11 გამარჯვება და ერთი წაგება.

პეტერბურგის „მასტერსის“ ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს

გამარჯვების შემთხვევაში გორგაძე რიგით მესამე ევროპელი გახდება, რომელიც იმპერატორის თასს მოიპოვებს. პირველი ორი ბულგარელმა კოტოოშუმ და ესტონელმა ბარუტომ მოიპოვეს.

გორგაძე დაიბადა 1987 წელს მცხეთაში. ორთაბრძოლის სხვადასხვა სახეობას ბავშვობიდან ეუფლებოდა. 16 წლის ასაკში გორგაძე ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პრიზიორი გახდა, ერთი წლის შემდეგ კი მან სამბოში ევროპის ახალგაზრდული პირველობა მოიგო.

გორგაძე პროფესიონალურ სუმოს სატელევიზიო ტრანსლაციებიდან გაეცნო და სამოყვარულო დონეზე ვარჯიში დაიწყო. 2005 წლის ივლისში ტოკიოში მძიმე წონით კატეგორიაში, თეიმურაზ ჯუღელან ერთად (ამჟამად „გაგამარუ“), გუნდურ შეჯიბრებაში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ვერხცლის მედალი მოიპოვა.

192 სმ სიმაღლის გორგაძე 165 კილოგრამს იწონის.