ქართველებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება რუსეთში თავისუფლად შეუძლიათ

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრებად რუსეთში ქართველმა გულშემატკივრებმა უნდა გააფორმონ ბილეთი და Fan ID
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ფეხბურთის მოყვარულებს საქართველოდან მშვიდად შეუძლიათ მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში ჩამოსვლა და საყვარელი გუნდის გულშემატკივრობა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გამოცემა Коммерсантъ–ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მსოფლიოს XXI ჩემპიონატი ფეხბურთში 14 ივნისს იწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება. ტურნირის მატჩები რუსეთის 11 ქალაქში გაიმართება: მოსკოვი, სანქტ–პეტერბურგი, ყაზანი, ეკატერინბურგი, სარანსკი, სამარა, სოჭი, როსტოვი დონზე, კალინინგრადი, ნიჟნი ნოვგოროდი და ვოლგოგრადი.

„ბილეთის ყიდვისა და გულშემატკივრის მოწმობის აღების შემდეგ ისინი მშვიდად შეძლებენ ჩამოსვლასა და საყვარელი გუნდის გულშემატკივრობას“, – განაცხადა კარასინმა.

ბილეთების შეძენისა და გულშემატკივრის პასპორტის აღების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ:

„როგორ შევიძინოთ ბილეთი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩზე“ >>>

„გულშემატკივრის პასპორტი ვიზის ნაცვლად – 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში“ >>>