თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოში პელეს თასის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ჩატარება ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას და მსოფლიო-2022-თვის ქართველი ფიხბურთელების მომზადებისთვის თანხების მოძიებას შეუწყობს ხელს, „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციის „არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარემ ნიკოლოზ პატარქალიშვილმა.
მანამდე „არგენტინის სახლი საქართველოში" და მისი თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, საქართველოში სამხრეთ ამერიკის, საქართველოს და რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებების მონაწილეობით საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი ჩატარდეს. ორგანიზატორთა თქმით, მსგავსი მასშტაბური ღონისძიება დაეხმარება საქართველოს განავითაროს კავშირები ბრაზილიასთან, არგეტინასთან, პარაგვაისთან და ურუგვაისთან კულტურის, სპორტის, ტურიზმის სფეროში და მათთან სავაჭრო-ეკონომოკური თანამშრომლობა დაამყაროს.
ნიკოლოზ პატარქალიშვილმა განაცხადა, რომ პელეს თასის ტურნირი 2017 წელს არ შედგა, რადგან პრემიერ-მინისრ გიორგი კვირიკაშვილისგან სათანადო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. პატარქალიშვილის თქმით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში საერთაშორისო ტურნირის ჩატარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა.
„ტურნირთან დაკავშირებული ღონისძიებებისგან შემოსული თანხები დაიხარჯება ქართველი ფეხბურთელების გრძელვადიან გადამზადებაზე არგენტინაში, რათა საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებზე წარმატებულად წარდგეს“, — განაცხადა ნიკოლოზ პატარქალიშვილმა.
„არგენტინის სახლი საქართგველოში“ საჭიროდ მიიჩნევს, რომ უხლოეს მომავალში სამთავრობო დონეზე შედგეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრისა და საერთაშორისო პროექტის საინიციატივო ჯგუფის წევრების მონაწილეობით.
„თუ გვსურს დღეს ვიყოთ დიდ საფეხბურთო არენაზე, სამხრეთ ამერიკის გამოტოვება არ შეიძლება“, — ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღნიშნა წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, პროექტის სპორტულმა კოორდინატორმა რევაზ ძოძუაშვილმა.