ბირთვული საფრთხე: ირანმა აშშ-ის ბრალდებას უპასუხა

მაიკ პენსმა ისრაელში ვიზიტით ყოფნისას განაცხადა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია არ მისცემს ირანს უფლებას, მიიღოს ბირთვული იარაღი და აღარ დაეთანხმება ირანის ატომურ პროგრამას.
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. თეირანი არასდროს ისწრაფვოდა, ჰქონოდა ბირთვული იარაღი, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბაჰრამ ქასემიმ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ბრალდებაზე პასუხად, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

აშშ ირანისგან მძიმე წყალს აღარ შეიძენს - ვის ექმნება პრობლემა

მაიკ პენსმა ისრაელში ვიზიტით ყოფნისას განაცხადა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია არ მისცემს ირანს უფლებას, მიიღოს ბირთვული იარაღი და აღარ დაეთანხმება ირანის ატომურ პროგრამას.

„ამ ამერიკელი ჩინოვნიკის სპეკულაციური და ეშმაკური სიტყვების მიუხედავად, ირანის ისლამური რესპუბლიკა არასდროს ისწრაფვოდა ბირთვული იარაღის მიღებისკენ“, — განუცხადა ქასემიმ Telegram-ს.

მისი თქმით, ირანის ატომთან დაკავშირებულმა შეთანხმებამ ფარდა ახადა „ამერიკელების მრავალწლიან სიცრუეს“.

ბაჰრამ ქასემიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის „გამუდმებული და უშედეგო ძალისხმევა“, შექმნას სპარსეთის ყურესა და ახლო აღმოსავლეთში „ხელოვნური და ცრუ საფრთხეები“, რეგიონში არასტაბილურობასა და „სიონისტური რეჟიმის“ გრძელვადიან მიზნებს ემსახურება. და ეს იმისთვის, რათა ისლამური ქვეყნების დაახლოებასა და ერთობას ხელი შეუშალოს.