ბანკის კლიენტი დაყაჩაღების დროს დაიჭრა

თავდამსხმელი მოპარული ფულით მიიმალა, პოლიცია ბოროტმოქმედს ეძებს
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დაყაჩაღებისას კლიენტი დაიჭრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბანკს თავს დაესხა ერთი პირი, რომელმაც სროლა ატეხა. თავდამსხმელა ბანკიდან ფული გაიტაცა და მიიმალა. 

„საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული თავდასხმა - სროლის ხმა ისმოდა

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „ყაჩაღობის“ მუხლით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქართველოს ბანკის“ ფილიალები ყაჩაღების თავდახმის ობიექტები არაერთხელ გამხდარა. 2017 წლის ბოლოს თბილისში რამდენიმე მსგავსი შემთხვევა მოხდა — ცოტნე დადიანის ქუჩაზე, აკაკი წერეთლის გამზირზე და ვარკეთილში. პოლიციამ ეჭვმიტანილები მალევე დააკავა.

გახშირებულ თავდასხმებთან დაკავშირებით, რისკების პრევენციის, ბანკის ფილიალების, მისი თანამშრომლებისა და კლიენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შსს-მ და „საქართველოს ბანკმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.