უნივერსიტეტების ჩამონათვალს სექტემბერში კიდევ ერთი სასწავლებელი შეემატება

PR აკადემია წყნეთის გზატკეცილზე , საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, საერთაშორისო უნივერსიტეტს ააშენებს, განუცხადა „Sputnik -საქართველოს“ PR აკადემიის საერთაშორისო განათლების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა მაკო ჯაოშვილმა.
Sputnik

„ავტორიზაციის მიღების შემდეგ საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე შეიქმნება უმაღლესი სასწავლებელი, სადაც გაერთიანდება განათლების რამოდენიმე საფეხური, მათ შორის: არაფორმალური განათლების მიღება სატრენინგო პროგრამების სახით, პროფესიული საგანმანათებლო პროგრამები, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები და ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები“- აღნიშნა მაკო ჯაოშვილმა.

PR აკადემია 5 წლიანი გამოცდილების საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს კორპორაციულ  და ინდივიდუალურ ტრენინგებს,  გრძელვადიან პროგრამებს, პროფესიულ კურსებს და საკონსულტაციო მომსახურებას ზოგადი მენეჯმენტის, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ორგანიზაციული მართვის საკითხებში.