თბილისში „ნაცმოძრაობის“ წევრს სცემეს

ოპოზიციონერმა, რომელსაც ხუთშაბათ საღამოს სცემეს, განაცხადა, რომ მომხდარი მის პოლიტიკურ საქმიანობას არ უკავშირდება
Sputnik

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის ალექსანდრე კვახაძის ცემის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კვახაძეს ხუთშაბათ საღამოს სცემეს. მომხდარის შემდეგ მან გამართა ბრიფინგი და განაცხადა, რომ მომხდარი მის პოლიტიკურ საქმიანობას არ უკავშირდება.

გამოძიების მტკიცებით, ოთხშაბათს კვახაძეს მისი მეზობელი დაუკავშირდა და შეხვედრა ითხოვა. ოპოზიციონერი მას მეორე დღეს შეხვდა. კვახაძესთან შეხვედრაზე მეზობელი ნაცნობთან ერთად მივიდა.

მომღერალი რესტორნის სტუმრების დაჭრაში დაადანაშაულეს

შეხვედრა ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სკვერში შედგა. მეზობელმა კვახაძეს ფული სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ მზობელმა ოპოზიციონერს მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარება სთხოვა, რაზეც კვლავ უარი მიიღო.

ამის შემდეგ კვახაძის მეზობლის ნაცნობმა მას შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა.

სიხლის სამართლის საქმე „ძალადობის“ მუხლით აღიძრა, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით 120-დან 180 საათამდე ვადით ან შინაპატიმრობით 6 თვიდან 1 წლამდე ვადით ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.