მარნეულში 12 წლის მოზარდს მატარებელი დაეჯახა

უბედური შემთხვევა 18 იანვარს მოხდა, როდესაც მოზარდი სკოლიდან შინ ბრუნდებოდა
Sputnik

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik.  მარნეულში მატარებლის შეჯახების შედეგად 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi

თბილისში მშენებლობიდან მუშა მეორე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

უბედური შემთხვევა 18 იანვარს მოხდა, როდესაც მოზარდი სკოლიდან შინ ბრუნდებოდა. 

როგორც „Sputnik საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს,  მომხდარ ფაქტზე  გამოძიება  სსკ–ის  კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.