ზემო ლარსი დღეს: რუსეთიდან საქართველოს საზღვრისკენ ტრაილერებს არ უშვებენ

ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია ე. წ. სამხედრო გზის გუდაური-კობისა და 134-135-ე კმ მონაკვეთებზე
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ინტენსიური თოვის გამო საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი-ზემო ლარსის" მიმართულებით სატვირთო ავტომობილების გადაადგილება აკრძალულია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

აკრძალვა ეხება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობას, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ერთადერთი შეზღუდვა ისაა, რომ ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით

ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას გზის 134-135-ე კმ (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.