წყალი „სნო" შესაძლოა კატარში გაიყიდოს

საქართველოდან კატარში წყლის ნიმუშებუ უკვე გაიგზავნა
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. კატარი წყალი „სნოს" ნიმუშებით დაინტერესდა, განუცხადა მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელმა ტარიელ ზივზივაძემ „Sputnik საქართველოს“.

„შპს „აქვა გეო"-ს ბრენდი „სნო"-ს წყლის 6 სხვადასხვა შუშისა და პეტის ბოთლში ჩამოსხმული ნიმუშები (საერთო წონით 17.5 კგ) კატარში თურქული ავიახაზების მეშვეობით გაიგზავნა,"- აღნიშნა ტარიელ ზივიზვაძემ.

ტარიელ ზივიზივაძის თქმით, მოლაპარაკებები კატართან 3 თვე მიმდინარეობდა.

საქართველოს მინერალური წყლები: შემადგენლობა და სარგებელი

„რადგან მათთვის ფასი აღმოჩნდა მისაღები, საქართველოდან გაიგზავნა ნიმუშები. თუ მათ ნიმუშებიც მოეწონებათ, შემდეგ უკვე ამას შეიძლება ექსპორტის კონკრეტული ხაზის გაჭრა მოჰყვეს" — თქვა ტარიელ ზივზივაძემ.

მისივე თქმით, ქართული წყლის კატარის ბაზარზე შესვლა სრულიად შესაძლებელია, რადგან მას ფასიც კონკურენტული აქვს და ხარისხიც.