თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ქალაქ გორში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 29 წლის ახალგაზრდამ N1 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობიდან ტელევიზორი და ორი პორტატული კომპიუტერი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, გორში დააკავა და ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს შინაპატიმრობას ერთიდან ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე.