ადრიანა ლიმა ქართველი დიზაინერის, დიასამიძის კაბაში ბრწყინავდა

გასულ წელს კი ქართველი დიზაინერის, ჯაბა დიასამიძის შლაპით თავს მსახიობი ანჯელინა ჯოლი იწონებდა
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ცნობილი ბრაზილიელი სუპერმოდელი, Victoria's Secret-ის ერთ-ერთი „ანგელოსი" ადრიანა ლიმა ძვირადღირებული საათების IWC ბრენდის ღონისძიებაზე ქართველი დიზაინერის, ჯაბა დიასამიძის შავი ხავერდის კაბით გამოჩნდა, წერს ტაბლოიდი Just Jared.

ქართული სტილი: ჩოხა მსოფლიო მოდაში შემოდის

ლიმამ კაბა ღრმა ლამაზი დეკოლტეთი და ღრმად შეჭრილი შეარჩია. მოდელი ღონისძიებაზე მეგობარ გოგონასთან, ასევე არანაკლებ ცნობილ მოდელ კაროლინა კურკოვასთან ერთად მივიდა.

გასულ წელს პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ჟურნალ Vanity Fair-ის ფოტოსესიაში მონაწილეობა დიასამიძის შლაპით მიიღო.

ჯაბა დიასამიძე თბილისში დაიბადა. უკვე წლებია, პარიზში მუშაობს. დამთავრებული აქვს პარიზის მოდის სკოლა Ecole de la Chambre Syndicale de la Couture Parisienne.