საბავშვო ბაღებში ბავშვების დატოვების დრო შეიძლება გახანგრძლივდეს

საბავშვო ბაგა-ბაღებში სამუშაო დღის ხანგრძლივობა დილის 9:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე განისაზღვრება
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. თბილისის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში, შესაძლოა, ბავშვების დატოვების გახანგრძლივებული სერვისი ამოქმედდეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi

გორში დამნაშავემ საბავშვო ბაღიდან ბავშვებს ნივთები მოჰპარა

თბილისის საბავშვო  ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ბაღებში გახანგრძლივებული სერვისის შემოღების ინიციატივა  200-მდე მშობელს ეკუთვნის.

„საუბარია  18:00 სთ–დან 20:00 საათამდე პერიოდში დამატებითი სერვისის დანერგვაზე. ამ ეტაპზე, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას და გარკვეული კონცეფციის შემუშავებაზე ვმუშაობთ“, — განაცხადა გვანცელაძემ.

დღევანდელი მდგომარეობით, საბავშვო ბაგა-ბაღის სამუშაო დღის ხანგრძლივობა განისაზღვება 9 საათით: დილის 9:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, ხოლო სამუშაო დღეების რაოდენობა — კვირაში 5 დღით, 2 დღის დასვენებით.

თბილისში 171 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.  წელს დედაქალაქის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებმა 61 ათასზე მეტი ბავშვი მიიღეს.