სამცხე-ჯავახეთში კიდევ ერთი სომხურენოვანი სკოლა გაიხსნა

საქართველოში სულ 130 სომხურენოვანი სკოლაა
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ახალქალაქის სოფელ კუმურდოში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 450 მოსწავლისთვის გათვლილი სომხურენოვანი სკოლა გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი სკოლა ადგილობრივი სპონსორის დახმარებით აშენდა და აღჭურვილია ახალი ინვენტარით და თანამედროვე ტექნიკით. სკოლას ასევე აქვს სტადიონი, სარბენი ბილიკი, საცურაო აუზი, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები.

საქართველოსა და სომხეთს ახალი ხიდი დააკავშირებს

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზრუნავს ეთნიკური უმცირესობების განათლებაზე, მათ ინტეგრაციაზე და ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სკოლის გახსნას განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო.

როგორც განათლების სამინისტროზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия იუწყება, საქართველოში სულ 130 სომხურენოვანი სკოლაა, საიდანაც 55 ახალქალაქში მდებარეობს.

სამცხე-ჯავახეთი რეგიონია, სადაც სომხურენოვანი მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობს.