პარალიზებული სამუშაო ხარაგაულში: რა მოთხოვნები აქვთ გაფიცულ მუშებს

გაფიცულია 100-მდე მუშა
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ხარაგაულში, სოფელ ბეჟათუბანში გვირაბის სამუშაოებზე დასაქმებულები გაიფიცნენ, ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს" „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის" თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავამ განუცხადა.

გაფიცული მუშები ხარაგაულში

„დღეს დილიდან „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროში" დასაქმებული ასამდე მუშა გაიფიცა. მათი მოთხოვნაა უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა. წლების განმავლობაში სამუშაო ადგილზე შავდებოდნენ და იღუპებოდნენ ადამიანები. გამომდინარე აქედან, დასაქმებულები ითხოვენ დაუყოვნებლივ გამოსწორდეს სამუშაო პირობები", — განაცხადა ილია ლეჟავამ.

სამუშაო უნდა იყოს უსაფრთხო - საქართველოში კანონმდებლობა მკაცრდება

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მუშები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

მუშაობა ამ დროისთვის სრულად პარალიზებულია.

კომპანიის ხელმძღვანელობის პოზიცია უცნობია, რადგან ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით, 2007-2016 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 416 ადამიანი, ხოლო 716-მა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.