ავტოსაგზაო შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე - დაშავებულია 2 ადამიანი

ავარიის გამო, მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა შეზღუდულია
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი ავტოავარია, დედაქალაქის ამ მონაკვეთში სატრანსპორტო შეფერხების წარმოქმნის მიზეზად იქცა, — იუწყება ტელეკომპანია imedi.

მსუბუქმა ავტომანქანამ, რომელიც სანაპიროზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ხე მოგლიჯა და ჯებირი გაანგრია.

ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

დიდუბეში ავარია მსხვერპლით დასრულდა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს  პრეს-სამსახურში  აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს (-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ).