ზემო ლარსი დღეს: რუსულ მხარეს გათბობის პუნქტი გახსნეს

საზღვრის რუსულ მხარეს 260-ზე მეტი ავტომობილი შეგროვდა - ტრასის გახსნას 329 ადამიანი ელოდება.
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ვლადიკავკაზიდან საქართველოს-რუსეთის საზღვრისკენ, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსამდე" ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის მთავარი სამმართველოს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოხსნილია

„საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებასთან, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის არარსებობასთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ქალაქ ვლადიკავკაზიდან დასახლებულ პუნქტ ლარსამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება", — აღნიშნულია განცხადებაში.

საზღვარზე თავმოყრილია 267 ავტომობილი, აქედან 210 სატვირთოა, 57 — მსუბუქი. სულ გზის გახსნას 329 ადამიანი ელოდება.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს ძალებით გათბობის პუნქტი მოეწყო.

უწყება მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ ამ მიმართულებით მოძრაობისგან.