ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო აქციას უერთდება

აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი— Sputnik.  საქართველოს ეროვნული მუზეუმი პირველად შეუერთდა საერთაშორისო აქციას #მოდიმუზეუმში გადაიღე “სელფი” (Museum Selfie Day), რომელიც თბილისში 17 იანვარს ჩატარდება. 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში კავკასიაში უდიდესი წიგნის მუზეუმი გაიხსნა

ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები სტუმრობენ მუზეუმებს, სურათებს იღებენ შენობის ან ექსპონატების ფონზე და ფოტოებს ინტერნეტში ჰეშთეგით #MuseumSelfie ათავსებენ.

აქცია თავდაპირველად 2014 წელს  ინტერნაციონალური პროექტ Culture Themes–ის ინიციატივით გაიმართა, რომლის მიზანიც  მსოფლიო მუზეუმების პოპულარიზაცია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრა და სოციალურ ქსელებში ინტეგრაცია გახდა.

„საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ ჩაერთოთ  კამპანიაში — #მოდიმუზეუმში, გადაიღე Selfie და ატვირთე შენს სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #MuseumSelfie და#GNMuseumSelfie. ასევე მოგვნიშნე Facebook-ზე, Instagram-სა და Twitter-ზე. იხილეთ ჩვენი მუზეუმების ჩამონათვალი“, – ნათქვამია მუზეუმის ადმინისტრაციის  განცხადებაში.   

თბილისის მუზეუმები: რა დავათვალიეროთ