თელავში დაკარგულ გოგონას თბილისში მიაკვლიეს

გოგონა თავს კარგად გრძნობს და სახლში იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულიდან დაკარგული 20 წლის გოგონა თბილისში იპოვეს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ შსს-ს პრესსამსახურში.

აბაშაში მოკლულ მამაკაცს რიონში ეძებენ

გოგონა თავს კარგად გრძნობს და სახლში იმყოფება. საქმის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.

დაკარგულ თიკო ხუციშვილს 30 დეკემბრიდან ეძებდნენ. ახლობლების მტკიცებით, ის უცნობმა მამაკაცმა გაიტაცა. 

მომხდართან დაკავშირებით შსს გამოძიებას ატარებს.