რა მოეწონა The Guardian-ს თბილისში

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ 40 ყველაზე საინტერესო მიმართულების რეიტინგი მათთვის შეადგინა, ვინც ახალი მოგზაურობებისათვის შთაგონებას ეძებს
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა თბილისი იმ ქალაქების სიაში შეიყვანა, რომლებშიც ის 2018 წელს შვებულების გატარებას ურჩევს.

თბილისი მეორე ადგილზეა სიაში, მას მხოლოდ ისლანდიის ქალაქმა აკიურეირიმ გაუსწრო. მესამე ადგილი იტალიის ქალაქ პალერმომ დაიკავა.

Financial Times-ი ტურისტებს 2018 წელს საქართველოში უხმობს

„გასტრონომიული რევოლუცია თბილისში 2011 წელს დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა შეფ-მზარეულმა მერიკო გუბელაძემ საკუთარი ფიუჟენ-რესტორანი „შავი ლომი“ გახსნა. დღეს ქალაქის თანამედროვე კულტურა თავის კვალს თოვებს და თბილისს მაგარი წვეულებების რეპუტაციას უქმნის. ღამის ცხოვრების სცენა ეკუთვნით ტექნო-კლუბებს Bassiani-ს და Khidi-ს (ორივე ბოლო წლებში გაიხსნა) და ლგბტ-სადმი კეთილგანწყობილ კაფეებს Gallery-სა და Success Bar-ს. 2017 წელს გახსნილი ახალი გალერეები ემატება იმ ადგილების სიას, რომლებიც ახალგაზრდა ქართველ მხატვრებს პლატფორმას სთავაზობენ. 2016 წელს გაიხსნა ჰოსტელი Fabrika, რომელშიც ინდუსტრიული ხედი დამოუკიდებელი ბარებისა და მაღაზიების უზარმაზარ რაოდენობას ერწყმის. გასულ წელს ქართულმა ავიახაზებმა დაიწყეს პირდაპირი ფრენები გატვიკიდან, თუმცა მათ არც ისე მოხერხებული დრო აქვთ (დაფრინავენ ოთხშაბათ და შაბათ ღამეს), მაგრამ ისინი მაინც ამოკლებენ გზას ამ დინამიურ ქალაქამდე“, — ნათქვამია გამოცემის ვებგვერდზე ქალაქის აღწერაში.

მეხუთე ადგილზეა რუსეთი. გამოცემა წერს ფეხბურთის მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლის ფარგლებში მატჩები რამდენიმე ქალაქში გაიმართება — მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ვოლგოგრადში, ნიჟნი ნოვგოროდში და სხვ.