„გირჩის“ ახალი სიურპრიზი: პარტია კრიპტოვალუტას ქმნის

პარტია „გირჩის“ მორიგი არაორდინარული ინიციატივის თანახმად, ის სახელმწიფო ქონების გამოსყიდვას და მოქალაქეებს შორის მის დარიგებას აპირებს
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ოპოზიციურმა ქართულმა პარტია „გირჩმა“ საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის შესახებ განაცხადა, იუწყება ტელეარხი Imedi.

პარტია აპირებს გამოისყიდოს სახელმწიფო ქონება და თანაბრად დაუროგოს საქართველოს ყველა მოქალაქეს. გარდა ამისა, პარტიის გეგმაა, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პლატფორმის შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნება ბლოკ-ჩეინის ტექნოლოგიაზე.

„გირჩისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია არსებობის ისტორიაში, რადგან ასე ერთდროულად ვწყვეტთ რამდენიმე ამოცანას: სახელმწიფოს მიერ მითვისებული აქტივების მოქალაქეებისთვის დაბრუნებასა და სახელმწიფოს ხელში არსებული მონეტარული პოლიტიკის ბერკეტების გაუვნებელყოფას", — აცხადებენ პარტიაში.

„გირჩის” რელიგიური ორგანიზაცია წვევამდელებს დახმარებას ჰპირდება

პირველი და დღეისათვის ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა — ბიტკოინი 2009 წელს გაჩნდა და ერთი წლის შემდეგ მისი როგორც გადახდის საშუალების გამოყენება აქტიურად დაიწყეს.

საქართველოში კრიპტოვალუტა გადახდის კანონიერ საშუალებას არ წარმოადგენს. მისი საქმიანობა ქართული კანონმდებლობით არ რეგულირდება, და, შესაბამისად, ვირტუალური ვალუტა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არ რეგულირდება.

პარტია ორიგინალური დასახელებით „გირჩი" 2015 წელს შეიქმნა. ის დააარსეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა. პარტიის ერთ-ერთ მიზანს ასევე წარმოადგენს საქართველოში მარიხუანის შეძენა-შენახვისა და მოხმარების ლეგალიზაცია.

2016 წლის ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს პარტიის აქტივისტებმა საკუთარ ოფისში კანაფი პირდაპირ ეთერში დათესეს. 11 დღეში პოლიციამ ამოიღო ქოთნები ამოსული მცენარით, თუმცა ხანგრძლივმა გამოძიებამ აჩვენა, რომ მოყვანილი "ბალახის" რაოდენობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის და დაპატიმრებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

2017 წლის აპრილში პარტიამ წამოიწყო ახალი კამპანია, ამჯერად — სამხედრო გაწვევისგან ახალგაზრდების გათავისუფლებისათვის. პარტიის აქტივისტებმა დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება”, რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.

ივლისის ბოლოს პარტია კიდევ ერთი უჩვეულო წინადადებით — საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზების მოწოდებით გამოვიდა.