ფრთხილად, შინამოსამსახურეა! - დამლაგებელმა ქალმა ოჯახი გაძარცვა

ნდობით აღჭურვილმა შინამოსამსახურემ ფარულად დაამზადებინა სეიფის გასაღები, გახსნა ის და დიდი რაოდენობით ფული მოიპარა.
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik.  შინამოსამსახურემ, რომელიც ერთ-ერთ მოსკოვურ ოჯახს ექვსი წლის განმავლობაში ემსახურებოდა, სეიფიდან 236 ათასი დოლარი გაიტაცა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

ოჯახური ბიზნესი: გერმანიაში ქართველები ძარცვის ბრალდებით დააკავეს

როგორც ირკვევა, ნდობით აღჭურვილმა შინამოსამსახურემ ფარულად დაამზადებინა სეიფის გასაღები და სავარაუდოდ დეკემბერში, როდესაც უკანასკნელად დაალაგა აღნიშნული სახლი, შეძლო კიდეც მისი გახსნა და ფულის მოპარვა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ოჯახმა დანაკარგი მხოლოდ ახლახანს აღმოაჩინა და განაცხადა პოლიციაში.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.