ჯანო ანანიძე მინდორზე თებერვლის ბოლოს დაბრუნდება

ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა გასული წლის სექტემბრის ბოლოს მიიღო, მას ოპერაცია იტალიაში ჩაუტარდა.
Sputnik

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მწყობრში თებერვლის ბოლოს ჩადგება, ნათქვამია გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ჯანო ანანიძეს რომში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

ქართველი ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ანანიძე გუნდთან ერთად პირველ წვრთნებზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა, სადაც ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს.

ნახევარმცველმა მარცხენა ტერფის მყესის ტრავმა სექტემბრის ბოლოს, რუსეთის ჩემპიონატის ფარგლებში „ანჟის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო. მას ოქტომბრის შუა რიცხვებში ოპერაცია რომში ჩაუტარდა.

რუსეთის პრემიერ-ლიგის მიმდინარე სეზონში ანანიძემ ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

რუსეთის ჩემპიონატი მარტის დასაწყისში განახლდება. ნათამაშევი 20 ტურის შემდეგ „სპარტაკს" 37 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს.