ცნობილია ბასილაშვილის პირველი მეტოქე Australian Open-ზე

ქართველი ჩოგბურთელი დიდი სლემის ტურნირის პირველი სეზონის პირველ წრეში გასვლას მესამედ შეეცდება.
Sputnik

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი „დიდი სლემის" — Australian Open სერიიდან საჩოგბურთო ტურნირის პირველ რაუნდში ავსტრიელ ჰერალდ მელცერს შეხვდება. ტურნირი მელბურნში 15 იანვარს იწყება.

27 წლის ჰერალდ მელცერი ცნობილი ჩოგბურთელის იურგენ მელცერის უმცროსი ძმაა. ამ დროისთვის ჰერალდს АТР-ს მსოფლიო რეიტინგში 102-ე პოზიცია უკავია მაშინ, როცა ბასილაშვილი 61-ე ადგილზეა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთი წლის განმავლობაში საჩოგბურთო რეიტინგში 35 პოზიციით აიწია

ჩოგბურთელები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ. 2014 წელს სამარყანდის ტურნირზე მელცერმა ბასილაშვილს ორ სეტში მოუგო — 6:2, 6:4.

უნდა აღინიშნოს, რომ Australian Open-ის პირველი რაუნდის გადალახვა ვერც ბასილაშვილმა და ვერც მელცერმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს. ქართველმა ჩოგბურთელმა მელბურნის კორტებზე ორჯერ ითამაშა, მაგრამ ორჯერვე წარუმატებლად.

როდის გაიმართება ბასილაშვილისა და მელცერის შეხვედრა, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Australian Open 15-28 იანვრის პერიოდში გაიმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი 25 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. მოქმედი გამარჯვებულია როჯერ ფედერერი.