CNN-მა თბილისი კულტურისა და ხელოვნების თანამედროვე ჰაბად დაასახელა

CNN-ის მონაცემებით, თბილისი ბოლო 1,5 წლის განმავლობაში მიმზიდველობის კუთხით საგრძნობლად შეიცვალა.
Sputnik

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. თბილისი ინოვაციური დიზაინის მქონე იმ ქალაქების სიაში შევიდა, რომლებიც 2018 წელს უნდა მოინახულოთ.

ჩამონათვალში, რომელიც ტელეარხმა CNN-მა შეადგინა, თბილისთან ერთად შესულია ტორონტო, მასკატი (ომანი), დანდი (შოტლანდია), პარიზი, ტოკიო, სან მიგელ დე ალენდე (მექსიკა).

პოპულარული რუმინული ჯგუფი Akcent თბილისში კონცერტს გამართავს

„ბოლო 18 თვის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქს რაღაც დაემართა, რამაც მას ტიტული „2018 წლის ლისაბონი" მიანიჭა. მიმართულებას, რომელიც მაშინვე შევიდა კატეგორიაში must see („უნდა ნახო" — რედ.), ქალაქს, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება კულტურის, ხელოვნებისა და შემოქმედების სამყაროში სასურველი ჰაბი, ახალარჩეული მერი ჰყავს — ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე, რომელსაც ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 334 მლნ დოლარის ოდენობის ბიუჯეტი ექნება", — ნათქვამია გამოცემაში.

კითხვას, ყველაზე მეტად რისთვის ღირს თბილისში წასვლა, გამოცემა პასუხობს Mercedes-Benz Fashion Week-ის, ტექნო-მუსიკისა და ღვინის გამო.

კატეგორიაში „სიახლე კულტურულ სცენაზე" აღნიშნულია თბილისში 2017 წლის ნოემბერში ცნობილი რეჟისორის დავიდ ლინჩის ვიზიტი. ამასთან საუბარია ლინჩის გეგმებზე კინოს ინსტიტუტის გახსნის შესახებ.